ტურისტული კომპანიის: ,,Next Selfie in Georgia”ს დამფუძნებელი გურამ არსენაშვილი: ,,ჩემთვის ტურისტული კომპანიის შექმნის ინსპირაცია იყო მიღებული განათლება ტურიზმის სფეროში და ამ სფეროში კარიერის შექმნის სურვილი.”
რას საქმიანობს თქვენი კომპანია?
მთელი მსოფლიოდან ჩამოგვყვავს ტურისტები საქართველოში და ვუწევთ ტურისტული მომსახურების სრულ პაკეტს – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
თქვენი პირველი სტუმარი ვინ იყო და როგორ გახსენდებათ ეს დრო?
პირველი მომხმარებლის ისტორია სამწუხაროდ მქონდა უსიამოვნო ვინაიდან, გაყიდული ტური ჩამოსვლის დღეს გამიუქმა კლიენტმა 🙂 რა თქმა უნდა ამას ჩემზე ცუდი გავლენა არ მოუხდენია, პირიქით მქონდა სურვილი უფრო მეტი გამეკეთებინა.

ერთი სიტყვით რომ დავახასიათო ჩემი კომპანია ვიტყოდი რომ არის სტაბილური.
რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს ან მათ, ვისაც სურთ მეწარმეობა და საკუთარი საქმიანობის წამოწყება 0-დან?
ვურჩევდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია მოთმინება და წარმატება მიიღწევა მოთმინებით, შეუძლებელია შედეგის დადება თუ ადვილად ნებდებით, სიზარმაცეს ვერ ერევით და მოთმინების უნარი არ გაგაჩნიათ. ესენია პირველი და ყველაზე მნიშნველოვანი კრიტეირუმები, ამის შემდგომ მოდის კვალიფიკაცია მხოლოდ.
“მთავარი სირთულეა კარგი თანამშრომლების პოვნა და ხარისხის შენარჩუნება მომსახურებაში - საქართველოში არსებული ცუდი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რამაც გამოიწვია კადრების დეფიციტი ბაზარზე. ”
როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ?
მნიშვნელოვანია კარგი გუნდი და ინვესტიციები იმისათვის რომ მეტად განვითარდეს ბიზნესი საერთაშორისო მასშტაბით. .

როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?
შრომისმოყვარეობა.
ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგიღიათ სხვასთან მუშაობით და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებთ საკუთარ საქმიანობაში)?
ჩემს წინა სამსახურში ვისწავლე სწორად მუშაობა, ანუ იმდენის კეთება რაც რეალურად სჭირდება საქმეს რომ იყოს წარმატებული და არა პროგრამა- მინიმუმის კეთება რაც საბოლოოდ შედეგს არ მოიტანს – სწორად შრომა- და ბევრი მუშაობა არის მნიშვნელოვანი შედეგისთვის.
თქვენი სამომავლო მიზნები?
სტაბილურობის შენარჩუნება და სწორ გუნდთან ერთად ზრდა.
არ დაგავიწყდეთ მხარი დაუჭიროთ ქართულ კომპანიას და გამოიწეროთ არხი: https://www.facebook.com/nsgeorgia.ge