,,ჩემი საყვარელი მე” ტრანსფორმაციული წიგნი, რომელიც საკუთარ თავზე დაგაფიქრებთ

გაიცანით მარიამ კუ აღდგომელაშვილი, მწერალი ხელოვნებათმცოდნე, უკვე მარკეტინგის სპეციალისტი. წიგნის ,,ჩემი საყვარელი მე” ავტორი და კრეატიული დირექტორი.

ბიზნესის საქმიანობის სფერო და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მოღვაწეობა? რა იყო თქვენი ინსპირაცია?

ამ სფეროში ვარ ბოლო 4 წელია, რამდენიმე კომპანიის სახელით ვპოზიციონირებდი და ახლა უკვე საკუთარი პროდუქტი შევქმენი. ინტერაქციული Self-Love წიგნი/ჟურნალი მენტალურ ჯანმრთელობაზე. ინსპირაცია იყო საკუთარი თავი და ის პროცესები, რასაც გავდიოდი. ასევე ადამიანები, ვისთანაც შეხება მქონდა ბოლო წლებში და ვისგანაც ვსწავლობდი იქცნენ ჩემს ინსპირაციად და საკუთარი გამოცდილება გადმოვიტანე ფურცელზე და ვაქციე პროდუქტად.

რას ქმნით და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ღირებულებების მქონე?

მე შევქმენი თვითრეფლექსიური წიგნი, რომელიც ასევე არის დღიური, მოიცავს სხვადასხვა ინტერაქციულ სავარჯიშოებს და ინსტრუმენტებს, რაც გეხმარება იმ რეალობის შეცვლაში, რომელიც არ მოგწონს. ეს წიგნი არის უნიკალური, რადგან არის პირადი გამოცდილებით შექმნილი და ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს ანალოგი. წიგნი არის ფსიქოლოგის მიერ რეკომენდირებული. თითოეული სავარჯიშო თუ ინსტრუმენტი არის საკუთარი გამოცდილებიდან გადმოტანილი და შემდეგ მორგებული მკითხველზე, ვის ხელშიც აღმოჩნდება ის ხდება მთავარი გმირი. ვფიქრობ სწორედ ის ხდის მას განსაკუთრებულს, რომ მასში არის გაერთიანებული 11 თერაპიული თავი, რომელიც კონცეფტუალურად ისეა აკინძული, რომ მკითხველს ეტაპობრივად, აუჩქარებლად.. ამეცადინებს ჯანსაღ ეგოიზმში, ახსენებს, როგორ შეუყვარდეს საკუთარი თავი. და ეხმიანება ყველა იმ სოციალურ პრობლემას, რომელიც იწვევს ჩვენს მენტალურ პრობლემებს. პირველი თავი იწყება ჩვენი ყველაზე რეგრესული პერიოდიდან, როცა თავს არასაკმარისად ვგრძნობთ და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ, ავტორთან ერთად მკითხველი გადის გზას და მოგზაურობს იმ მომენტამდე, სანამ ცვლილებას არ მიიღებს, როგორც საუკეთესო შესაძლებლობას.

გვიამბეთ საზოგადოების რეაქციის შესახებ

განსაკუთრებულად მახსოვს, როდესაც პროდუქტის მარკეტინგული აქტივობები დავიწყე, სანამ წიგნი დაიბეჭდებოდა წინასწარი შეკვეთით პირველი 20 წიგნი გაიყიდა ონლაინ. ეს იყო წარმოუდგენლად სასიხარულო ამბავი. ასევე წარმოუდგენლად სასიხარულო იყო პრეზენტაციაზე მოსული ხალხის რაოდენობა, რომელიც ასევე აისახა პროდუქტზეც და მას შემდეგ, როცა ოფიციალურად დავიწყე სოციალურ ქსელებში წიგნის გაყიდვა ყველა დაინტერესებული ადამიანი ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა და სულ ველოდები უკუკავშირს.

რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?

სამუშაო პროცესი რთული არ ყოფილა, მაგრამ სამუშო პროცესში გამოწვევა იყო ჩემთვის მხოლოდ საკუთარი თავი, ამ წიგნის შექმნის დროს ამ წიგნზე მუშაობასთან ერთად ვიმუშავე ჩემს თავზეც, აღმოვაჩნე ახალი უნარები, შესაძლებლობები. თითქოს ამ წიგნის კეთების პროცესში ჩემი ახალი ვერსიაც იბადებოდა, ძალიან საინტერესო იყო. სტრესულად გავიხსენებდი მხოლოდ ფინანსების საკითხს, რისი მოძიებაც მარტივი არ აღმოჩნდა, ვგულისხმობ მოძიების პროცესი უფრო რთული იყო, მაგრამ ამასაც გავუმკლავდი.

,,არ ვიმარჯვებდი, რადგან არ მჯეროდა არც საკუთარი თავის, და არც ამ წიგნის. როგორც კი დავიჯერე, როგორც კი მნიშვნელოვანი და ცხადი გახდა ეს ოცნება ჩემთვის, ყველა და ყველაფერი დამეხმარა რომ ჩემი საურვილისთვის ხორცი შემესხა.”

როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?

მე ვფიქრობ, რომ იღბალი არ არსებობს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი კარგი ამბავი მომხდარა, ბევრი წარმატებაც და შეიძლება ვიღაცისთვის იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ მე მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში ის ხდება, რისთვისაც ვშრომობ, რისიც მჯერა რომ ვიმსახურებ ზუსტად ის ხდება. მთავარია გულისსიღრმეში შენი შესაძლებლობების გჯეროდეს. მაგალითად ეს წიგნი 3 კონკურსში მქონდა გაგზავნილი 2019 წლიდან, მაგრამ ვერ ვიმარჯვებდი. სანამ არ მივხვდი, რომ ვერ კი არა.. არ ვიმარჯვებდი, რადგან არ მჯეროდა არც საკუთარი თავის, და არც ამ წიგნის. როგორც კი დავიჯერე, როგორც კი მნიშვნელოვანი და ცხადი გახდა ეს ოცნება ჩემთვის, ყველა და ყველაფერი დამეხმარა რომ ჩემი სურვილისთვის ხორცი შემესხა.

რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ დაიწყონ სასურველი საქმიანობა?

ვურჩევ, რომ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა მართლა უნდათ თუ არა იმის გაკეთება, რასაც აპირებენ, ცხადად ხედავენ იმ პროდუქტს, რისი შექმნაც სურთ? რატომ სურთ? რამდენად სჭირდებათ მათ ეს? და თუ ყველა კითხვაზე გულწრფელი თანხმობა იქნება მთელი სამყარო დაეხმარებათ ამის რეალიზებაში.

ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგიღიათ სხვასთან მუშაობით და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებთ?

ალბათ ყველაზე კარგი გამოცდილება კრებითად რომ ავიღო და რამდენიმე ადამიანი გავაერთიანო.. იყო გულწრფელი მხარდაჭერა და ინსპირაცია, რომელიც მე მივიღე გამოცდილი ადამიანებისგან, ეს ჩემთვის სამაგალითო იყო და მეც ყოველთვის ვცდილობ, სხვისთვის ვიყო ინსპირაცია, მოტივაცია, ბიძგი ან წახალისება თუ ეს შემიძლია. ღიაობა, ცოდნის გაცემა არის ალბათ საუკეთესო, რასაც ადამიანი გააკეთებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მსურს ეს წიგნი უფრო პოპულარული იყოს და გასცდეს საქართველოს ფარგლებს, ძალიან მინდა საზღვარგარეთ გავიტანო. ასევე ახალი ჟურნალიც პროცესშია, რომელსაც ასეთივე წარმატებას ვუწინასწარმეტყველებ.

როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ?

იმისთვის რომ მივაწვდინო ხმა მომხმარებელს და ავუხსნა რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი ალბათ მეტი საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტი მჭირდება, რაზეც ვმუშაობ და ვცდილობ. ვფიქრობ მეტი პოპულარიზაცია მჭირდება, ასევე რა თქმა უნდა ფინანსებიც, რაც მეტ სითამამეს მომცემდა.

არ დაგავიწყდეთ მხარი დაუჭიროთ მარიამს, გამოიწეროთ წიგნის: ,,ჩემი საყვარელი მე” გვერდი და შეიძინოთ მაგიური წიგნი თქვენი ტრანსფორმაციისა და გაუმჯობესებისთვის! ჩემი საყვარელი მე 

What do you think?
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

What to read next