Candle Shadow – ხელნაკეთი სანთლის მეწარმე მარიტა

მარიტა ჭაბაშვილი – პროფესიით ფსიქოლოგი. ცხოვრების ამ ეტაპზე მაქვს 3 სამსახური პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ჩემი ბიზნესია, შემდეგ კი ჩემი პროფესია 💫

რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი სანთლების მომზადება?

ყოველთვის მიყვარდა ნივთები რომლებსაც მე თავად ვქმნიდი, ბიზნესი მხოლოდ ინტერესის დონეზე დაიწყო და მხოლოდ ჩემთვის ვაპირებდი რომ შემექმნა, მაგრამ პროცესში მივხვდი რომ ეს ჩემთვის თერაპია იყო და რატომაც არა? რა ჯობს როცა საყვარელი საქმიანობა შეიძლება რომ გახადო შემოსავალი. მახსოვს პირველი გაკეთებული სანთლები სახლში ნაპოვნი სანთლები გადავადნე და ისე შევქმენი პირველი ემოციები რომ გამომივიდა ბევრიც არ გამომსვლია მაგრამ დღეს უკვე აღარაფერი მაშინებს.2020 წლიდან პანდემიამდე დაიბადა ეს იდეა მაგრამ დღემდე ისევ ისე მიყვარს და ისევ ისეთი თერაპიაა როგორიც პირველი დღიდან 💫

რით არის უნიკალური თქვენი სანთლები?

სურნელოვანი სანთლებს ადამიანისთვის სახასიათო დანიშნულება აქვს, როგორც სუნით და არომატით ასევე მისი ვიზუალური თვალსაზრისითაც, ყველა სანთელი მზადდება ინდივიდუალურად მომხმარებლის სურვილით და ეს მას კიდეც უფრო უნიკალურს ხდის როგორც ჩემთვის ასევე მომხმარებლისთვისაც 💫

დაახასიათეთ 1 სიტყვით თქვენი სანთლები

სიმშვიდე

თქვენი პირველი მომხმარებელი ვინ იყო, როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი გაყიდული ნივთის/სერვისის ისტორია?

ბევრი ემოცია, სიხარულის პირველი წუთები როცა ხვდები რომ ვიღაცასაც მოსწონს ისე როგორც შენ საკუთარი შემოქმედება, იმ წლებში თან საქართველოში იშვიათი იყო მსგავსი ფორმის სანთლები, ბევრის კრიტიკაც გახდა ჩემს ირგვლივ მაგრამ პირველი მომხმარებლები იყვნენ ისინი ვინც ძალას მაძლევდნენ 💫

შრომისმოყვარეობა ძალიან კარგი რამ არის, და თამამად ვამბობ რომ ვარ კიდეც მაგრამ იღბალი? ბიზნესშიიღბალი ისეთივე საჭიროა როგორც ადამიანისთვის სხვა საჭიროებები 💫

რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს ან მათ, ვისაც სურთ მეწარმეობა და საკუთარი საქმიანობის წამოწყება?

დაიწყონ ამ წამს თუნდაც მცირედით, არავინ ვიცით რამე რომ არ გავაკეთოთ ის როგორი იქნებოდა, ამიტომ ყველაფერი უნდა ვცადოთ, მზად ვიყოთ რომ მარტივი გზა არ იქნება, ბევრი რამის სწვალა მოუწევთ ნელ-ნელა წლების მანძილზე, და ამას მოთმინების უნარი სჭირდება რომ დღეს თუ არ არის ყველაფერი საოცრად ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ მომავალში იყოს ყველაფერი ისე როგორც თავად სურთ. მიუხედავად იმისა რომ წლებია ამ სფეროში ვარ მე ეხლაც ვსწავლობ.

 

რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?

გამოწვევა იყო ის რომ 1 წლის მანძილზე ბიზნესი უძრავად იყო, რაიონში ყოფნის გამო და ვფიქრობ ჩემი არ მონდომების გამო სოციალურ ქსელში აღარ ვაქტიურობდი ისე როგორც ადრე, ძალიან დიდ გავლენას ახდენს სოციუმი, ინტერესთა რაოდენობა, და ეს ყველაფერი როცა არ არის მოტივაციაც იკარგება მაგრამ ერთ დღესაც დაბრუნდება ისევ ის ძალა რომ ეს ყველაფერი უკან გადაწიო და დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები

ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგიღიათ სხვასთან მუშაობით და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებთ საკუთარ საქმიანობაში?

ამ სფეროში სიმართლე რომ ვთქვა უმეტესი რამ ჩემით ვისწავლე და რამოდენიმე ვიდეოს დახმარებით რომ მივხვდი რა რატომ და რისთვის კეთდებოდა შემდეგ ჩემს ინტერპრეტაციას მივყვებოდი. ჩემივე მაგალითს მივყვები იმ პერიოდიდან როცა ძალიან ცოტა მაკლდა დანებებამდე, სულ მახსენდება ის პერიოდი და ეგ მაძლიერებს.

რამხელა როლი უჭირავს სოციალურ მედიას თქვენი ბიზნესის წარმატებაში?

სოცუალური მედია დღეს ყველაფერია, რაც ასევე გულისხმობს იმას რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცით ბრენდით შესახებ მით უფრო მატივია მწვერვალების დაბყრობაც.

გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ

მინდა რომ ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი იყოს საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციაზე ისეთი ლამაზი მაღაზიები მქონდეს როგორიც ჩემს წარმოსახვაშია 💫

არ დაგავიწყდეთ მხარი დაუჭიროთ ქართველ მეწარმეს და გამოიწეროთ Candle Shadow-ს გვერდი: https://www.instagram.com/__candleshadow/

What do you think?
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

What to read next