გაიცანით ჟანა ბალიაშვილი – აბოდაკოს დამფუძნებელი, ტექნოლოგი, დიზაინერი, სოც მედია და სრული მმართველი.
ჟანა, რა იყო თქვენი ინსპირაცია?
ხელნაკეთ ტკბილეულს ვქმნი.მიყვარს ტკბილეული და ხელოვნება.რაც უფრო კარგ განწყობაზე ვარ,მით უფრო ლამაზი გამომდის,მთელ ემოციებს ვდებ.გამომდინარე იქდან რომ ჩემი პროფესია სულ სხვა სფეროს ეკუთვნის,მომიწია იმაზე ფიქრი რა შეიძლება გააკეთოს მარტოხელა დედამ,რომელსაც 6 და 1 წლის პრინცესები ჰყავს,ისე რომ ბავშვებიც აღზარდოს და თვითონაც განვითარდეს.ჩემი მუზა ჩემი შვილები არიან
რას აწარმოებთ და რატომ არის ის განსაკუთრებული?
ლოლი პოპებს,როგორც ჩვენში იტყვიან მამალოს. მამალო ჩემი ბავშვობის ფერადი ტკბილი მოგონებაა,სწორედ ამ ტრადიციული მეთოდით ვამზადებ,თუმცა მას უნიკალურს ხდის თანამედროვე არასტანდარტული დიზაინი.ყველა მოდელს სათითაოდ ვაკეთებ,ამიტომ ყველა უნიკალურია.თუმცა ძველი,მამლის ფორმითაც ვამზადებ,არ მინდა ძველი ტრადიცია დაიკარგოს.

ჩემი პირველი მომხმარებელი ქალბატონი ვერა, ოთხი შვილის დედა, რომელმაც ანბანის ასო-ბგერები შემიკვეთა პირველი კლასელი შვილის,ანბანის შემობრძანების გაკვეთილისთვის.მეორე დღეს უამრავი დადებითი ემოცია დამხვდა სმს ჩატში და კვლავ შემიკვეთა.
რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს ან მათ, ვისაც სურთ მეწარმეობა და საკუთარი საქმიანობის წამოწყება?
მინდა იცოდეთ რომ ეს საქმე 5 ლარით დავიწყე. მუშაობისას ზოგჯერ ჩემი 1 წლის შვილი მიჭირავს ერთ ხელში,მეორე ხელით ვმუშაობ.ზოგჯერ ღამით ვამზადებ,ზოგჯერ ჭამაც კი მავიწყდება რადგან ორი შვილით მარტო ვცხოვრობ. იმის თქმა მინდა რომ როდესაც რამის კეთება გინდა ყოველთვის შეძლებ.არასოდეს დანებდეთ და აუცილებლად ჩადეთ სიყვარული თქვენს საქმეში.
“ყველაფერი რომ იდიალურად გამოვიდეს,თვითონ უნდა აკეთო. და არ უნდა აკეთო ის რაც ბედნიერებას არ განიჭებს”
როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ?
ახლა ძალიან მჭირდება ფინანსური რესურსი,ასევე სიამოვნებით გავიღრმავებ ცოდნას ამ კუთხით.მინდა შევძლო სხვადასხვა ფესტივალზე,გამოფენა გაყიდვაზე გატანა,კომპანიებისთვის შეთავაზება.ჩემთვის ძვირფასია ნებისმიერი რეკლამა,რომელიც მომხმარებელს ეტყვის რომ არსებობს აბოდაკო.
რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის დაწყებისას (სამუშაო პროცესში) და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?
ერთმა ქალბატონმა(დეტალებს ვერ ვიტყვი ჯერ) მკითხა თუ შევძლებდი რაღაც კონკრეტული ნიმუშის დამზადებას.მე არ ვიცოდი როგორ შეიძლებოდა დამემზადებინა,თუმცა ვუთხარი კი.მე ჩავატარე ცდები და სასურველი შედეგი მივიღე,რაც ძალიან მახარებს

როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?
ჩემი აზრით ორივე საჭიროა.თუმცა როდესაც იღბალი მოვა,თუ არ იშრომე,ისევ წავა.
დაახასიათეთ ერთი სიტყვით თქვენი პროდუქტი?
ჩემი აზრით ორივე საჭიროა.თუმცა როდესაც იღბალი მოვა, თუ არ იშრომე, ისევ წავა.
თქვენი სამომავლო მიზნები?
მინდა აბოდაკო ბევრმა ადამიანმა გაიცნოს, გაიზარდოს, პატარა ტკბილეულის საწარმო-მაღაზია გავხსნა და ჩემსავით მარტოხელა დედები დავასაქმო.
არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ აბოდაკოს არხი და მხარი დაუჭიროთ მეწარმეს: https://www.facebook.com/profile.php?id=61567018419085