გაიცანით გევორქი ბაზოიანი ISARI.Store-დან

მოგვიყევით თქვენ შესახებ

მე გევორქი ბაზოიანი ვარ, ISARI.store-ის წარმომადგენელი (ISARI.store | CEO). მაქვს 6-წლიანი გამოცდილება ელ. კომერციის და ტექნიკის გაყიდვების სფეროში. ჩემი საქმიანობა ფოკუსირებულია ინოვაციურ და მოქნილ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ მარტივ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ შოპინგ გამოცდილებას. ასევე ვხელმძღვანელობ კორპორატიულ მიმართულებას, მაქვს ინდივიდუალური მიდგომა, რათა თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ.

რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყება და რა იყო თქვენი ინსპირაცია?

ISARI.store არის სრულიად ქართული ელ.კომერციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, ხელმისაწვდომ და კომფორტულ ონლაინ შოპინგ გამოცდილებას. ჩვენ ვთავაზობთ კორპორატიულ შეთავაზებებს ინდივიდუალური მიდგომით, რაც თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს და განსაკუთრებულ პირობებს უზრუნველყოფს.

რატომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით მოღვაწეობა და ინსპირაცია:

ბაზარზე არსებული გამოწვევები და მომხმარებლების საჭიროებების არასათანადო დაკმაყოფილება იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ISARI.store-ის შექმნა. მინდოდა შემექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ იაფფასიან პროდუქტებზე იქნებოდა ორიენტირებული, არამედ მომხმარებლებს ხარისხიან, მრავალფეროვან და უნიკალურ პროდუქტებსა და სერვისებს შესთავაზებდა.

ინსპირაციის წყარო იყო ელ. კომერციის სფეროში დაგროვებული გამოცდილება და სურვილი, განსხვავებული, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, რომელიც ბაზარზე გამორჩეულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

რატომ არის თქვენი საქმიანობა უნიკალური?

ISARI.store წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის პროდუქციის ფართო არჩევანს, მათ შორის ტექნიკას, სახლის საყოფაცხოვრებო ნივთებს, და კორპორატიულ შეთავაზებებს. ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია, არა მარტო გაყიდვაზე, არამედ მომხმარებლისთვის უნიკალური, კომფორტული და მოსახერხებელი სერვისის მიწოდებაზე. რატომ არის ის განსაკუთრებული/მნიშვნელოვანი ღირებულებების მქონე: ჩვენი პლატფორმა გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით და განსაკუთრებული ყურადღებით, რასაც ვაქცევთ თითოეულ მომხმარებელს. ISARI.store-ის მთავარი ღირებულებებია: ხელმისაწვდომობა, ხარისხი და მომსახურების მოქნილობა, რაც მომხმარებლებისთვის შოპინგს ამარტივებს და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. რით არის უნიკალური: ISARI.store-ის უნიკალურობა მდგომარეობს მის ინდივიდუალურ მიდგომაში – ჩვენ გთავაზობთ პერსონალიზებულ კორპორატიულ შეთავაზებებს, რითაც ვუზრუნველყოფთ კომპანიის ყველა თანამშრომელს სპეციალურ პირობებს. ასევე, განსაკუთრებულად ვზრუნავთ მომსახურების ხარისხზე, რაც მოიცავს სწრაფ მიტანის სერვისს, მოქნილ გადახდის სისტემებს და ექსკლუზიურ პროდუქტებზე წვდომას.

თქვენი პირველი მომხმარებელი ვინ იყო, როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი გაყიდული ნივთის/სერვისის ისტორია?

ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც წარსულში უკვე მოვემსახურე, დამიკავშირდა და დიდი ტელევიზორის ყიდვაში დახმარება მთხოვა. ეს ადამიანი, ჩემს მიმართ გრძელვადიანი ნდობით გამოირჩეოდა, რადგან წინა გამოცდილებებიდან მას ყოველთვის გულახდილობითა და სწორი კონსულტაციით მოვემსახურე. ამჯერად მას არ სურდა პირადად პროდუქტის შეძენა, არამედ მისი ახლობლისთვის ეძებდა იდეალურ ვარიანტს. ჩვენ შევარჩიეთ მისთვის საუკეთესო მოდელი და დეტალურად ავუხსენით პროდუქტის ღირებულება და უნიკალურობა. გარდა ამისა, დავეხმარეთ თანხის დაზოგვაში, რაც მომხმარებლისთვის განსაკუთრებით ღირებული იყო. თუმცა, მთავარი გამოწვევა იყო დროული მიწოდება, რადგან მომხმარებელს ქალაქიდან გასვლა უწევდა და ძალიან სჭირდებოდა, რომ პროდუქტი სწრაფად მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტანდარტულად მიწოდების ვადები 1-3 დღეშია, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ჩართულვიყავი პროცესში და ვეძებდი სწრაფი მიტანის გამოსავალს. რამდენჯერმე ვცადეთ სხვადასხვა მძღოლის მოძიება, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოხერხდა დროული მიწოდების შეთანხმება. ბოლოს ავდექი და თავად გადავწყვიტე პირადად მიმეტანა პროდუქტი. ჩავტვირთე მანქანაში და გზაში მომხმარებელს ვაცნობე, რომ მე პირადად მიმაქვს პროდუქტს მის მისამართზე. მისი ემოციები ტელეფონში აშკარად იგრძნობოდა — მას ძალიან გაუხარდა და ემოციურად გამოთქვა თავისი კმაყოფილება. ეს მომენტი ჩემთვისაც საოცრად სასიამოვნო იყო, რადგან მომხმარებლის კმაყოფილება ყოველთვის ჩემი მთავარი პრიორიტეტია. მეორე შემთხვევაც გამახსენდა ერთ დღეს ვებ-გვერდიდან სრულიად ახალი, უცხო მომხმარებელი დაგვიკავშირდა. მას სურდა კონკრეტული მოდელისა და მისი აქსესუარის შეძენა, მაგრამ წარსულში ონლაინ შესყიდვებთან და ხარისხთან დაკავშირებული ცუდი გამოცდილების გამო ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი. პირადად ჩავერთე ამ მომხმარებელთან კომუნიკაციაში, დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი და ბევრი დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ ნდობა დაგვემყარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე საჭირო იყო, მთავარი მიზანი იყო მომხმარებლის კომფორტი და მისი ნდობის დამყარება. შესყიდვის საბოლოო ეტაპზე კიდევ ერთი გამოწვევა გაჩნდა: მომხმარებელი რუსთავში ცხოვრობდა და სურდა პროდუქტის იმავე დღეს მიღება. იმ დროისთვის უკვე დღის 3 საათი იყო, შეკვეთა გაფორმდა 3:30 წუთზე, და რეალურად შეუძლებელი ჩანდა დროული მიტანის უზრუნველყოფა. თუმცა, გამოწვევები ჩემი სტიქიაა, და ამ შემთხვევაში პირადად ავიღე პასუხისმგებლობა. მომხმარებელს განვუცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ამანათი იმავე დღეს მიეღო, ხოლო სხვა შემთხვევაში, მეორე დღეს. მას ორივე ვარიანტი მისაღები ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებით სჭირდებოდა პროდუქტი ამ პერიოდში, რადგან შემდეგ უკვე ფიზიკურად ვერ შეძლებდა მის მიღებას. გეგმების სწრაფად გადახედვის შემდეგ, ზუსტად შეკვეთის გაფორმებიდან 3 საათში, პროდუქტი უკვე რუსთავში მივიტანეთ. ეს იყო განსხვავებული და შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელიც ძალიან თბილად შეხვდა. მისი სიხარული და კმაყოფილება ამ მოგზაურობის მთავარი ჯილდო იყო.

ISARI.store არის სრულიად ქართული ელ.კომერციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, ხელმისაწვდომ და კომფორტულ ონლაინ შოპინგ გამოცდილებას

რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს ან მათ, ვისაც სურთ მეწარმეობა და საკუთარი საქმიანობის წამოწყება 0-დან?

1) გამოიმუშავეთ ჯანსაღი მიდგომა შეცდომების მიმართ: შეცდომები შეუძლებელია თავიდან აირიდოთ, თუმცა ისინი სასარგებლო გამოცდილებად უნდა აღიქვათ. დაიწყეთ მათგან სწავლა და ნუ დაშინდებით პირველი მცდელობების წარუმატებლობის გამო.

2) მოამზადეთ გეგმა: მეწარმეობა არის პროცესის გეგმა. გქონდეთ კონკრეტული სტრატეგია, მაგრამ მოემზადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გეგმა შეცვალოთ.

3) მუდმივი სწავლა: არცერთ სფეროში არ არსებობს სრული ცოდნა. მუდმივად ეძებეთ ახალი ინფორმაცია, რათა თქვენი ბიზნესის სფეროში სიახლეებს არ ჩამორჩეთ.

4) ნდობა და ურთიერთობები: ადამიანებთან ურთიერთობა და ნდობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება როგორც მომხმარებლებს, ისე პარტნიორებს და თანამშრომლებს.

5) ემოციური სიძლიერე: მეწარმეობა შეიძლება რთული იყოს. იცოდეთ, რომ ყოველთვის იქნებიან სირთულეები და გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ ემოციურად მდგრადი იყოთ და გქონდეთ სტრატეგიები, რათა გაუმკლავდეთ სტრესს.

6) ინვესტიცია საკუთარ თავში: ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, იქნება ეს განათლება, მენტორობა თუ პროფესიული განვითარება; ყოველთვის ეძებეთ გზები თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად.

7) ყურადღება მიაქციეთ მომხმარებლის გამოცდილებას: მათი კმაყოფილება და უკუკავშირი თქვენს ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს.

8) დაიბრუნეთ მნიშნველობა: იცოდეთ, რომ ყველა ნაბიჯს თქვენს ბიზნესში მნიშვნელობა აქვს. მცირე წარმატებებიაც კი უნდა აღიაროთ და მიიღოთ.

როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ?

მივიჩნევ, რომ ჩვენი ბიზნესი კიდევ დიდი და ვრცელი გზის გავლას საჭიროებს, რაც შეიძლება იყოს როგორც ნელი, ისე სწრაფი პროცესი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დამატებითი ინვესტიციის მოძიება და მოზიდვა. ასეთი ინვესტიცია დაგვეხმარება არა მხოლოდ სწრაფ ზრდაში, არამედ ასევე მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებაში, რაც საბოლოოდ ჩვენი ბიზნესის წარმატებას გაზრდის.

რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის დაწყებისას (სამუშაო პროცესში) და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?

ბიზნესის დაწყებისას ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ სტარტაპი მოითხოვს დიდი რაოდენობით სხვადასხვა როლების ერთდროულად შესრულებას. ხშირად ვხვდებოდი სიტუაციებში, როდესაც უნდა მეპოვა გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რაზეც ადრე არ მქონდა გამოცდილება. იმ დროისთვის ვმუშაობდი ისეთ ამოცანებზე, რომლებიც არ ვიცოდი და საჭიროებდა სწრაფად სწავლას.

დროის რესურსი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. უნდა გამეკეთებინა ბევრი საქმე, თუმცა, მე ყოველთვის მქონდა შეზღუდული დრო. ამასთან გამკლავებისთვის შევქმენი დეტალური სამუშაო გეგმა, რომელიც მეხმარებოდა და დავარეგულირებინე ჩემი დრო და პრიორიტეტები. ასევე, მიზანმიმართული მიდგომა, რომელიც მოიცავს ყოველდღიური მიზნების დაყენებას, ძალიან დაეხმარა პროცესის მართვაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიული აზროვნება, ასევე სწრაფი მოქმედება, რათა მოხდეს წარმატების მიღწევა.

როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?

შრომისმოყვარეობა!

რა როლი უჭირავს სოციალურ მედიას თქვენი ბიზნესის წარმატებაში?

ამ ეტაპზე სოციალური ქსელის გამოყენება ახლა დავიწყეთ. ნელ ნელა დავნერგავთ პრაქტიკაში რომ მინ.40% იანი როლი დაიკავოს. ცნობადობის და მომხმარებლებთან კომუნიკაციის კუთხით ვიმედოვნებთ რომ სოც.ქსელის გამოყენება მნიშვნელოვანია.

თქვენი სამომავლო გეგმები?

ბიზნესის გაფართოება: სტრატეგიული გეგმების განხორციელება ახალი პროდუქტების და სერვისების დამატების საშუალებით, რაც უფრო ფართო აუდიტორიის მიზნობრივ მიდგომას უზრუნველყოფს.

მომხმარებლების გაფართოება: ახალი მარკეტინგული კამპანიების და ურთიერთობების დამყარების საშუალებით, რაც მომხმარებლების ამაღლებულ კმაყოფილებას და ერთგულებას მოიტანს.

ტექნოლოგიური ინოვაცია: ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც პროცესების ეფექტურობას და პროდუქტიულობას გაზრდის.

კომპანიის კულტურის გაუმჯობესება: თანამშრომლებთან ურთიერთობების გაღრმავება, რაც მათ მოტივაციას და ენთუზიაზმს გაზრდის.

მოქნილობა და ადაპტაციის უნარი: ბაზრის ცვლილებებისა და კლიენტების მოთხოვნების მიმართ სწრაფად რეაგირება და მზადყოფნა ახალი გამოწვევების გამკლავებისთვის.

არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ISARI.store-ის გვერდი და მხარი დაუჭიროთ ქართველ მეწარმეს.

What do you think?
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

What to read next