ჩვენ შესახებ

კრეატიული კლინიკის გუნდი

კრეატიული კლინიკის გუნდი 10 წელზე მეტია მცირე და დიდი ბიზნესის გვერდით. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  

ჩვენი ღირებულებები

ლოიალურობა

ჩვენი საქმისადმი მიდგომა გამოირჩევა ლოიალურობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტი რომელშიც ვერთვებით გავითავსოთ მაქსიმალურად და ვიყოთ ლოიალურები აღნიშნული კომპანიის მიმართ.

გუნდურობა

ჩვენთვის პრიორიტეტულია გუნდურად ამოცანის შესრულება, ერთმანეთის მხარდაჭერა, ღიაობა და პირდაპირი კომუნიკაცია დამკვეთთან. ჩვენი მიზანია დამსაქმებელთან შევქმნათ მჭიდრო სამუშაო კავშირი და გუნდურობის განცდა, რომელიც საუკეთესო ერთობლივი შედეგების წინა პირობაა.

ნდობა

ნდობაზე დამყარებული კავშირი არის ის რასაც უპირატესობას ვანიჭებთ დამკვეთთან ურთიერთობისას. საუკეთესო შედეგისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთისგან გამოცხადებული ნდობა და თავისუფლება საქმიანობაში.

პატივისცემა

თითოეული გუნდის წევრის (და დამკვეთის) პერსპექტივის, უნარებისა და საქმეში შეტანილი წვლილის დაფასება და სამართლიანი გარემო.

პასუხისმგებლობა

კრეატიული კლინიკის გუნდი გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. სამუშაოს შესრულების ეფექტურობით დროში გაწერილი დედლაინების მიხედვით. დაპირებების შესრულებით და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის ზრდა პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.

ინოვაციურობა

ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია კრეატიულობაზე, ახალი იდეების მოძიებაზე და სიახლეების დანერგვაზე სამუშაო პროცესში (თანამედროვე ტრენდების, ტენდენციების, სტანდარტების შესაბამისად). ადაპტაცია მუდმივად და სწრაფად ცვალებად გარემოში.

ხარისხი

ჩვენი სამუშაოს შესრულება მიზანმიმართულია მაღალ სტანდარტებზე და გუნდი გამოირჩევა დეტალებზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს შედეგი სიამოვნებას გვანიჭებდეს როგორც ჩვენ, ასევე დამკვეთს.

პოზიტივი

ორგანიზაციის შიდა კულტურაში დანერგილი გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება გამოწვევებისადმი რთულ სიტუაციებში გუნდის მოტივაციის ამაღლების და შესასრულებელი სამუშაოს პოზიტიური დამოკიდებულებით გადაჭრის მიზნით.

Creative Clinic: მარკეტინგული მომსახურებისა და გადაწყვეტილებების პროვაიდერი

ლიდერები მარკეტინგულ გადაწყვეტილებებში

მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თითოეულ მარკეტინგულ არხს აქვს თავისი უნიკალური უპირატესობები, მაგრამ ისინი საუკეთესოდ მუშაობენ მაშინ, როდესაც სტრატეგიულად და სინთეზურად შერწყმულნი არიან სხვა არხებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ სრულ სერვისულ სტრატეგიებს და მომსახურების პაკეტებს, რომლებშიც ვიყენებთ ციფრული არხების კომპლექსურ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს ბრენდის იმიჯის გასაუმჯობესებლად, განვითარებისთვისა და შემოსავების ზრდისთვის.

კომპანიები, რომლებსაც ვუწევდით სერვისს:

გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები:

ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი დამკვეთების უკუკავშირით: