გაიცანით ჩანთების დიზაინერი მარი მთიულიშვილი (Nano | ნანო)

რას აწარმოებთ და რატომ არის ის განსაკუთრებული ღირებულებების მქონე?

ვქმნი იოგა ხალიჩის, ღვინის და ყვავილის ჩანთებს. ჩემი ბრენდი შევქმენი მარტოხელა დედის და შვილის ინსპირაციით. იოგა ხალიჩის ჩანთა ვარჯიშის მოტივაციისათვის, ყვავილის ჩანთა იმისთვის რომ ხშირად ვუყიდოთ ყვავილები საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს, ღვინის ჩანთები კი იმისათვის რომ ხანდახან თავს დასვენების და განტვირთვის უფლება მივცეთ. ეს ჩანთები არის ჩემი ბუნების და ცხოვრების წესის ნაწილი. მინდა ჩემი ბრენდით ყველა ქალს განსაკუთრებით დედიკოებს მივცე მოტივაცია რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში ვართ, ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავებზე. ბედნიერი, ჯანმრთელი დედა = ბედნიერი შვილს.

თქვენი პირველი მომხმარებელი ვინ იყო?

იყო ტურისტი რომელიც აღფრთოვანდა ყვავილის ჩანთის იდეით.

რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს ან მათ, ვისაც სურთ მეწარმეობა და საკუთარი საქმიანობის წამოწყება 0-დან?

დაიწყე!

როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ?

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ფინანსური მხარე. ბიზნესის წამოწყების დროსაც ეს იყო მთავარი ბერკეტი რომელსაც დღესაც ვუმკლავდები. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც იღბალი, ასევე შრომისმოყვარეობაც.

ვქმნი იოგა ხალიჩის, ღვინის და ყვავილის ჩანთებს.

ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგიღიათ სხვასთან მუშაობით და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებთ საკუთარ საქმიანობაში?

ილაპარაკე ნაკლები შენ გეგმებზე! იყავი მუდამ მოძრაობაში შენი მიზნებისკენ და იყავი ჩუმად!

რა როლი უჭირავს სოციალურ მედიას თქვენი ბიზნესის წარმატებაში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სოციალური მედია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩემი ბიზნესის წარმატებაში. სამომავლოდ მსურს მქონდეს ჩემი სტენდი რომელიმე სავაჭრო ცენტრში, ბევრი ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებელი და ასევე ჩემი სურვილი გავცდე საზღვრებს და საკუთარი პროდუქცია გავაცნო უცხოელ მომხმარებელსაც.

არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ და მხარი დაუჭიროთ ნანო-ს სოციალურ ქსელში: ინსტაგრამი და Facebook

What do you think?
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

What to read next