შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი კრეატიული გუნდის წევრი
თუ ხარ კრეატიული, თანამედროვე, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალი ან დამწყები კადრი, შეავსე განაცხადი და შემოგვიერდი კრეატიული კლინიკის გუნდში. გახდი ჩვენი გუნდის სანდო ექსპერტი და იმუშავე სხვადასხვა კომპანიებთან.


კრეატიული კლინიკის გუნდის წევრობა
ჩვენ ვართ უფრო მეტი, ვიდრე მარკეტინგული სააგენტო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. ჩვენ ყველა გამოწვევას და სიახლეს ვპასუხობთ გუნდური დამოკიდებულებით. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი პროფესიული ზრდა ჩვენი წარმატების საწინდარია ამიტომ მუდამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი სწავლისა და განვითარების პროცესში ახალი, საინტერესო გამოცდილებების შესაძენად.
კრეატიული კლინიკის გუნდში აღმოაჩენთ შესაძლებლობებით სავსე დინამიურ გარემოს სადაც გუნდურობა, თანამშრომლობა, მენტორობა და პროფესიული განვითარება ქმნის წარმატების გზას და ამ ყველაფერთან ერთად არ ვივიწყებთ საქმიდან მიღებულ სიამოვნებას.
კომპანიის ფასეულობები
ჩვენ გვჯერა ერთობლივი წარმატების და განვითარების
კრეატიული კლინიკის გუნდში მუდმივი განვითარება, ახალი ტრენდების და ტენდენციების ათვისება ჩვენი ცხოვრების წესია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარები და ვიყოთ საუკეთესო ჩვენს საქმეში.
ჩვენ არამხოლოდ ვისწრაფვით სრულყოფილებისკენ, არამედ ვქმნით მრავალფეროვანი და გამოცდილი საზოგადოების გარემოცვას, სადაც თავს იყრის განსხვავებული გამოცდილებები, იდეები და სხვადასხვა სფეროს კომპანიების ერთობლიობა.
კრეატიულობა
მეგობრული გარემო
გუნდურობა & კოლაბორაცია
სოციალური პასუხისმგებლობა

მიმდინარე ვაკანსიები:
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა შემოუერთდეთ ჩვენს დინამიურ და თანამედროვე გუნდს. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: creativeclinic@ldanetwork.com
მოუთმენლად ველით ინფორმაციას თქვენ შესახებ!
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, დისტანციური
ედვერთაიზერი
თბილისი, დისტანციური
ექაუნთ მენეჯერი
თბილისი, დისტანციური