გაიცანით ჩვენი გუნდი

გაიცანით კრეატიული გუნდის რევოლუციონერები

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულებაა მოტივაცია, პროფესიონალიზმი და საუკეთესო შედეგების მიღწევის სურვილი.

ჩვენ გვჯერა

ჩვენი სერვისით თქვენი ბრენდი გახდება მოწინავე

ჩვენი წარმატება თქვენი ბიზნესის განვითარებაა. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლის ბრენდის, კომპანიის ან პროდუქტის პოპულარიზაცია და მათი გზავნილის სწორად, სტრატეგიულად და ეფექტურად გავრცელება ფართო მასშტაბით. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით ზრდისა და გაუმჯობესებისკენ.

ლოიალურობა

პროფესიონალიზმი

პასუხისმგებლობა

სანდოობა

მმართველი გუნდი:

“ჩვენი ორგანიზაციული კულტურა დაფუძნებულია მნიშვნელოვან ღირებულებებზე: ნდობა, გამჭვირვალობა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა, სტაბილურობა და მუდმივი განვითარება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, შრომისმოყვარეობა, ემპათია და კრეატიული აზროვნება.”

კრეატიული კლინიკის გუნდი
მარკეტინგული სააგენტო ორგანიზაციული კულტურის შესახებ

კრეატიული კლინიკის გუნდი:

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული და შთამაგონებელი მარკეტინგული სტრატეგიები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ბრენდებს დაეხმარება შეინარჩუნონ მდგრადობა კონკურენტულ გარემოში, შექმნან მძლავრი ემოციური კავშირი მომხმარებლებთან და იყვნენ წარმატებულები. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ რეკლამას, არამედ გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, თითოეული კამპანია იყოს ეფექტური, კრეატიული და ზუსტად მორგებული ბრენდის უნიკალურობის ხაზგასმაზე. ჩვენი ძალა გუნდურ მუშაობაშია – ერთად ვქმნით წარმატების ისტორიებს.

აღმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები

კრეატიული კლინიკის მარკეტინგის გუნდში გაწევრიანება ნიშნავს რომ თქვენ გახდებით კრეატიული, მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენ ერთად ვქმნით ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიებს და ამ პროცესში არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრების წარმატებას, არამედ მათ კეთილდღეობას და მათი პიროვნულ განვითარებასაც ვანიჭებთ პრიორიტეტს.