მომსახურება

გრაფიკული დიზაინი

ჩვენი გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ და შთამაგონებელ გრაფიკულ დიზაინს, რომელიც იზიდავს ახალ მომხმარებლებს და აძლიერებს ლოიალურობას არსებულებთან.

გრაფიკული დიზაინი

გარდა სტანდარტული გრაფიკული დიზაინის პაკეტებისა (თქვენთვის სასურველი ბანერების და პოსტერების მომზადება), კრეატიული კლინიკის გუნდი გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა მომსახურებას როგორც სრულ პაკეტად (სრულყოფილი ბრენდბუქის შექმნა, ან ძველის გადაკეთება), ასევე ცალკეულ სერვისებად. 

კრეატიული კლინიკა

რისთვის გჭირდებათ გრაფიკული დიზაინი?

გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობა:

გარდა შეთავაზებების ვიზუალიზაციისა, გრაფიკულ დიზაინს ბევრი სხვა დატვირთვა აქვს. პირველრიგში ეს არის ბრენდის იმიჯზე ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი კონტენტის ნაწილში. გარდა ამისა, გრაფიკული დიზაინი ხაზს უსვამს ბრენდის უნიკალურობას, ის ეხმარება ბრენდს გახდეს ამოსაცნობი და გამორჩეული. სწორად შერჩეული ფერები, ფონტი და სტილი აუდიტორიას აძლევს მთლიანობის და სრულყოფილების შეგრძნებას. 

ინფორმაციის ვიზუალიზაცია:

სწორად შერჩეული ბრენდინგი და გრაფიკული ვიზუალი ქმნის მიმზიდველ კონტენტს რაც შემდგომში აისახება მომხმარებლის ჩართულობის ზრდაზე, ინფორმაციის სწრაფად და სწორად აღქმაზე. პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურად წარდგენა კი საბოლოო ჯამში გაყიდვების სტიმულირებას ახდენს და განსაზღვრავს რეკლამის ეფექტურობას.  

რას მიიღებთ

როგორია ჩვენი მომსახურების სერვისი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით?

ჩვენ სრულყოფილად ვაფასებთ თქვენი ბრენდის საჭიროებებს და ვზრუნავთ თქვენი კომპანიის თანამედროვე ვიზუალურ კომუნიკაციაზე. 

ვქმნით წარმატებას

როგორ მოქმედებს გრაფიკული ვიზუალი?

ნდობის ჩამოყალიბება

სწორი ვიზუალური კონტენტი გარდა ცნობადობის ზრდისა, მომხმარებელში იწვევს ნდობის ჩამოყალიბებას. აუდიტორიის ნაწილი მეტად ენდობა ეფექტურად წარმოდგენილ პროდუქტს სოციალურ ქსელში.

ბრენდის გამორჩეულობა

უნიკალური გრაფიკული ვიზუალი და კონტენტი ეხმარება ბრენდს იყოს გამორჩეული კონკურენტებთან მიმართებაში. მომხმარებლები მარტივად იღებენ ინფორმაციას და გრძნობენ რომ ბრენდი მათზე ზრუნავს.

პროფესიონალური იმიჯი

ხარისხიანი ვიზუალური კონტენტი ( პოსტერები, ბანერები) ხაზს უსვამს ბრენდის პროფესიონალიზმს და მაღალ დონეს, რაც თავისთავად აისახება მომხმარებლის ქცევაზე.

ვიზუალის დამკვეთი Chayan

ხშირად დასმული შეკითხვები:

შეკითხვები გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებით

წაიკითხეთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე:

ჩვენი გუნდი მუშაობს ყველა ტიპის ვიზუალურ მასალაზე, როგორც ბეჭდურზე, ასევე სოციალური არხებისთვის (ლოგო, პოსტები, ბანერები, შეფუთვა და ა.შ.). 

ვმუშაობთ როგორც ბრენდის ძველი ვიზუალის რებრენდინგზე, განახლებაზე და გაუმჯობესებაზე, ასევე დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ვქმნით ახალ უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას ბრენდისთვის. 

დიახ, შესაძლებელია, გააჩნია რა თქმა უნდა პროექტს. მაგალითად კონკრეტული ღონისძიებისთვის ბეჭდური მასალა, მხოლოდ ლოგოს შექმნა, ფერთა პალიტრა და ა.შ. 

სრული პაკეტის აღების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება ლოიალური დამკვეთებისთვის. 

“ჩვენი მთავარი უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ყოველ კომპანიას და პროდუქტს აღვიქვამთ როგორც საკუთარს, ეს გვაძლევს მოტივაციას მივიღოთ საუკეთესო შედეგი, როდესაც საქმეს ვაკეთებთ სიყვარულით, შედეგიც საუკეთესოა.”

CEO of Creative Clinic
Mate Tsulaia

100+ პროექტი