რას გულისხმობს?
ჩვენი გუნდი გთავაზობთ ვებგვერდთან დაკავშირებული სერვისების მომსახურებას როგორც სრული პაკეტის სახით, ასევე ცალკეულ სერვისებად. თქვენზეა დამოკიდებული თუ რომელ ბიზნესში ხართ, როგორი ტიპის ვებგვერდის შექმნა გსურთ და ა.შ.
- ვებგვერდის შექმნა
- ვებგვერდის მართვა
- UI/UX Design
- SEO ანალიზი
- On Page SEO
- Off Page SEO
- Technical SEO
- Keywords Strategy
ვებგვერდის მართვა და სეო ოპტიმიზაცია
როგორ ვმუშაობთ ვებგვერდზე?

SEO ოპტიმიზაცია
აღნიშნული სერვისის შესაბამისი ძირითადი ამოცანები:
● SEO ანალიზი: შესადგენია სტრატეგია, თუ რა კივორდებით უნდა წავიწიოთ წინ (დამკვეთან შეთანხმებით)
●On Page SEO – საიტის შიდა სტრუქტურა და საიტის ოპტიმიზაცია ( ორივე ენა )
●Technical SEO – ტექნიკური საკითხების გასწორება
●OFF Page SEO – გასაკეთებეალი სრულიად გლობალური ლინკებით, თავისი ბექლინკებით
გამოცდილება
ჩვენი დეველოპერები წლების მანძილზე მუშაობენ სხვადასხვა პროფილის ბიზნესებთან ვებგვერდის შექმნის და მართვის სერვისით. აღნიშნული გამოცდილება გვაძლევს საფუძველს პროფესიონალურად მივუდგეთ თქვენს საჭიროებებს და გაგიზიაროთ ცოდნა რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ შედეგს და გქონდეთ ისეთი ვებგვერდი, რომელიც თქვენს შემოსავალს და ცნობადობას გაზრდის, მომხმარებელს კი გაუმარტივებს ინფორმაციის მიღებას.

რას მიიღებთ ჩვენგან
გაინტერესებთ რას მოიცავს ჩვენი ვებგვერდის შექმნის სერვისი?
სრული მომსახურება: შექმნა და მართვა
ვებგვერდის შექმნა
საწყის ეტაპზე, დამკვეთთან შეთანხმებით ჩვენი გუნდი უზრუნველჰყოფს შეხვედრას ადგილზე პირისპირ, ან ონლაინ ფორმატში და დამკვეთს აცნობს შესაბამის შეთავაზებას. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ხდება ვებგვერდზე მუშაობის დაწყება, შექმნა და ჩაშვება. საჭიროების შემთხვევაში ვებგვერდი შესაძლოა იყოს ორენოვანი, სამენოვანი და ა.შ. გთავაზობთ როგორც ერთგვერდიანი ვებგვერდის მომზადებას, ასევე სრულ კომპლექსურ მომსახურებას დიდი კომპანიებისთვის.
ინფორმაციით შევსება
შემდეგი ეტაპია ვებგვერდის სრულყოფილებაში მოყვანა და შესაბამისი ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე. შიდა ფეიჯების და შესაბამისი საჭიროებების მიხედვით დიზაინის შერჩევა, ყველა გვერდის დასრულება და საბოლოო სახის მიცემა. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთის ყველა სურვილი იყოს გათვალისწინებული და კომპანიის ვებგვერდი იყოს User Friendly. ვებგვერდის მორგება ხდება როგორც დიდ ეკრანზე, ასევე mobile ვერსიაზეც.
ვებგვერდის მართვა
დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდი გთავაზობთ ვებგვერდის სისტემატიურად მართვას რაც გულისხმობს ინფორმაციის, პროდუქციის და სხვადასხვა სახის კონტენტის განთავსებას მენეჯერების დახმარებით. იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ვებგვერდს მართავს თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჩვენი მხრიდან ხდება სრული Guideline-ის მიწოდება, იმისათვის რომ გაგიმარტივდეთ ვებგვერდზე საჭირო ინფორმაციის მუდმივი განახლება და აქტიური გამოყენება.
სეო ოპტიმიზაცია
ჩვენი გუნდი გარდა ვებგვერდის შექმნისა, გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას სეო ოპტიმიზაციის სახით. თუ გსურთ თქვენი კომპანია მოწინავე პოზიციას იკავებდეს საძიებო სისტემებში და თქვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობა, ამ შემთხვევაში აუცილებლად გირჩევთ ისარგებლოთ სეო ოპტიმიზაციის სერვისით. გთავაზობთ სრულ მომსახურებას On page seo, off page seo, technical seo.
ჩვენი შექმნილი ვებგვერდების არასრული ჩამონათვალი
ნახეთ ჩვენი შესრულებული ვებ გვერდების პორტფოლიოს ნაწილი:
ნებისმიერი სფერო
ჩვენი გუნდი დაგიმზადებთ ვებგვერდს ნებისმიერი ბიზნესისთვის. აქ წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ვებგვერდებისა, რომელიც ჩვენ მიერ არის დამზადებული.
მოქნილი
შეგვიძლია დაგვიმზადოთ როგორც პატარა ინფორმაციისთვის საჭირო ვებგვერდი, ასევე გაყიდვების სერვისით, კატალოგით, საბანკო ანგარიშსწორებით და სხვადასხვა ტექნიკური სერვისით ჩაშენებული.
საძიებო სისტემები
ჩვენი სეო ოპტიმიზაციის სერვისი დაგეხმარებათ რომ თქვენი გვერდი გახდეს მოწინავე GOOGLE-ს საძიებო სისტემებში და მარტივად გაუწიოთ კონკურენცია შესაბამის ბიზნესებს.
“ჩვენი გუნდის უპირატესობა დამკვეთის საჭიროებების აღმოჩენა და მათი მოგვარებაა. თითოეულ პროექტს ვუდგებით ისე, როგორც საკუთარს. ეს შედეგზეც აისახება.”
Director of software development

FAQ
ხშირად დასმული შეკითხვები?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ვებგვერდის დამზადების პერიოდი დამოკიდებულია ბიზნესის პროფილზე, დამკვეთის მოთხოვნაზე, საჭირო სერვისების რაოდენობაზე, ვებგვერდის სირთულეზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე. უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია კრეატიული კლინიკის გუნდის წარმომადგენელთან, რის შემდეგაც გეცოდინებათ ზუსტი პასუხი ვებგვერდის მომზადების პერიოდთან დაკავშირებით.
გარდა ქართულენოვანისა ვებგვერდი შესაძლოა იყოს რამდენიმე ენაზე შესრულებული, ეს დამოკიდებულია დამკვეთის სურვილზე. ჩვენ გუნდს შესრულებული აქვს ვებგვერდები უცხოელი დამკვეთბისთვისაც, შესაბამისად ეს ყოველივე დამოკიდებულია მოთხოვნაზე. ჩვენთვის ენობრივი ბარიერი არ არსებობს.
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი საძიებო სისტემებში იყოს მოწინავე და მაგალითად GOOGLE-ში საკვანძო სიტყვის/პროდუქტის ძიების დროს გამოჩნდეს საწყის გვერდზე, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ჩვენი სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ კონკურენტუნარიანი.
ვებგვერდის შეკვეთის პროცესში თანხის ნაწილს იხდით წინასწარ, ხოლო ნაწილს დასრულების შემდეგ (როდესაც უკვე ჩაგბარდებათ ვებგვერდი სრულად). აღნიშნული საკითხის შესახებ შესაძლებელია შეთანხმება წინასწარ.
ამ გვერდზე იხილავთ ჩვენ მიერ შესრულებული ვებგვერდების პორტფოლიოს. თუმცა, ეს მცირე ნაწილია იმ საიტებისა რომელიც ჩვენი შესრულებულია. ჩვენი საქმიანობა ამ მხრივ მოიცავს სხვადასხვა სფეროს: საგანმანათლებლო, კვების, სასტუმრო, სარესტორნო, სამშენებლო და სხვა. ჩვენი გუნდი მზად არის კონსულტაციის ფარგლებში გაჩვენოთ თქვენი ინტერესის შესაბამისი ვებგვერდების პორტფოლიო და დეტალურად აგიხსნათ ყველა საკითხი.